ახალი ამბები
დღეს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა
დღეს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებს. უჩა ნანუაშვილი უსამძიმრებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულების ოჯახებსა და ახლობლებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, არსებითად ითანამშრომლონ გაუჩინარებულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით. საერთაშორისო სისხლის სასამართლოს რომის სტატუტისა და გაეროს "იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ" კონვენციის თანახმად, იძულებითი გაუჩინარება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება. თანამედროვე მსოფლიოში იძულებით გაუჩინარებას ხშირად მიზანმიმართული ხასიათი აქვს და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯას ისახავს მიზნად.
Print