ახალი ამბები
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" 07.00-დან 18.00 საათამდე იმუშავებს
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" გაიხსნა, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით იმუშავებს. დარიალის ხეობაში გუშინ იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე, სტიქიური უბედურების შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, საბაჟო გამშვები პუნქტი იმუშავებს ყოველდღე, დილის 07:00 საათიდან 18:00 საათამდე.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.
დარიალის ხეობაში მეწყერი 10 დღის წინ ჩამოწვა, რის შემდეგაც საბაჟოს მუშობა პარალიზებული იყო. 
Print