ახალი ამბები
გიგა ბოკერია - დასავლეთის რეაქცია პუტინის აგრესიაზე ამჯერად მაინც უნდა იყოს თანმიმდევრული
საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე დღევანდელი დღე უკრაინის საკითხს ეთმობა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, საქართველოს აქვს მორალური ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას ამ ბრძოლაში. "დღეს საუბარი გვექნება იმაზე, თუ რამდენად გარდამტეხი მომენტია ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, საქართველოსთვის. თავისუფალი სამყაროს, დასავლეთის რეაქცია პუტინის აგრესიაზე უკრაინაში, მთელ რეგიონში, ამჯერად მაინც უნდა იყოს თანმიმდევრული, ძალიან მკაცრი და ბოლომდე მიყვანილი. საბედნიეროდ, დღეს ამის ნიშნები არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ. მისივე თქმით, დღეს ასევე საუბარი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ამ პროცესებთან მიმართებაში. "ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მორალურად, აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო და ასევე ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო. გვექნება ასევე საუბარი იმაზე, რატომ და როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამ, რეგიონმა, თავისუფალმა სამყარომ, რომლის სრულფასოვანი ნაწილიც უნდა გავხდეთ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
Print