ახალი ამბები
პარლამენტი დღეიდან მუშაობას ქუთაისში განაგრძობს
საქართველოს პარლამენტი დღეიდან მუშაობას ქუთაისში განაგრძობს. ბიუროს გადაწყვეტილებით, 12.00 საათზე ქუთაისში ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო 13.00 საათზე საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება. დეპუტატები მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე ინიცირებული კანონპროექტების განხილვით განაგრძობენ, ასევე დაგეგმილია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვის დაწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რეზოლუციის პროექტს სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გუშინ თბილისში გაიხსნა.
Print