ახალი ამბები
პოროშენკომ და პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონბასში მოილაპარაკეს
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, პეტრე პოროშენკომ და ვლადიმირ პუტინმა დონბასში ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შესახებ მოილაპარაკეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარკება სატელეფონო საუბრის შედეგად იქნა მიღწეული . მანამდე, პუტინის პრეს - სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ "სახელმწიფოს მეთაურებმა მოსაზრებები გაცვალეს იმის თაობაზე, თუ რა ღონეს უნდა მიმართონ პირველ რიგში, ამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით სისხლისღვრის შესაწყვეტად ". "ორი ქვეყნის მეთაურის თვალსაზრისი მძიმე კრიზისული სიტუაციიდან შესაძლო გამოსავლის ძიებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს", - ხაზი გაუსვა მან.
Print