ახალი ამბები
ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული
ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი , ნინო გიორგობიანი ავრცელებს. როგორც გიორგობიანმა განაცხადა, ინფორმაციას, კადრებს და კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხანში გაავრცელებს. ლაშა მახარაძე 2 სექტემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან მოკლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print