ახალი ამბები
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, სკოლებში სწავლა თითქოს 15 სექტემბერს არ დაიწყება. 
"არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა. სწავლას ვიწყებთ 15 სექტემბერს, როგორც ეს იყო დაგეგმილი", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
Print