ახალი ამბები
რასმუსენი - ხვალიდან თანამშრომლობის ახალ პაკეტს ავამოქმედებთ, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას "ტვიტერზე" ეხმაურება. "კარგი შეხვედრა მქონდა გიორგი მარგველაშვილთან. ნატო-ს უელსის სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ ურთიერთობას ნატო-ს პარტნიორებთან, საქართველოს ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივად გაგრძელდება. ხვალ კი ჩვენ თანამშრომლობის ახალ პაკეტს ავამოქმედებთ, საქართველოს თავდაცვის გაძლიერების დასახმარებლად და საქართველოს ნატო-ს წევრობის მოსამზადებლად", - დაწერა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ტვიტერზე". ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ასევე მოუწოდა რეფორმების გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. ანდერს ფოგ რასმუსენისა და გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრა უელსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.
Print