ახალი ამბები
პარლამენტი "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი "სახელმწიფო ენის შესახებ" ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. "სახელმწიფო ენის შესახებ" პროექტისა და მასთან ერთად "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნისას მოხდა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი, ხოლო ავტორი - ენათმეცნიერებისა და იურისტთა ჯგუფი. პარლამენტში წარდგენილი პროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ენის სტატუსი, მისი დაცვის გარანტიები, სახელმწიფო და სხვა ენის გამოყენების თავისებურებები, განათლების ენის არჩევის შესაძლებლობა, სახელმწიფო ენის გამოყენების პრინციპები და სხვა საკითხები. პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა, ასევე, პასუხისმგებლობის ზომები და ფულადი სანქციები "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის.
Print