ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი პარლამენტის მხრიდან საგარეო ურთიერთობების გააქტიურების საჭიროებას ხედავს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის მხრიდან საგარეო ურთიერთობების გააქტიურების საჭიროებას ხედავს. პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ და განხორციელებულ ვიზიტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა უცხოური დელეგაციების საქართველოში ვიზიტებზე. "პარლამენტი ვალდებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში და ამიტომ ყველა მიმართულებით საჭიროა აქტიურობა. თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში ვალდებული ვართ გავამყაროთ, გავაძლიეროთ ურთიერთობა ყველა მიმართულებით – ყველგან, სადაც ჩვენ გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ვინც ამ ნაწილში ჩვენი ინტერესების და სტრატეგიული ამოცანების პატივისმცემელია, ყველა ქვეყანაში, ყველა დედაქალაქში, მსოფლიოს ყველა კუთხეში უნდა მოვძებნოთ კონტაქტები და გავაძლიერთ ჩვენი ურთიერთობები", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
Print