ახალი ამბები
პუტინსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მშვიდობიანად დარეგულირების გზები განიხილეს. "დიალოგი კვლავ გაგრძელდება", - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში. საუბრის კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება. პოროშენკო-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 6 სექტემბერსაც გაიმართა, რომლის დროსაც 5 სექტემბერს, მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დეტალები განიხილეს.
Print