ახალი ამბები
ჰოლანდია MH17 -ის ტრაგედიის პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს
დღეს ჰოლანდიელი ექსპერტები უკრაინაში Malaysia Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების შესახებ პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებენ. ფრენების უსაფრთხოების ჰოლანდიური კომისია ამ ტრაგედიის გამოძიების საერთაშორისო ძალისხმევას უწევს კოორდინაციას. ლაინერი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს, თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ნივთმტკიცებულებების აღმოჩენა,რომლებიც ხელს შეუწყობდნენ გამოძიებას, საომარი მოქმედებების გამო გართულდა. ჰოლანდიელი სპეციალისტები „შავი ყუთების“ ინფორმაციას,კოსმოსური თანამგზავრებიდან და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ეყრდნობიან. დოკუმენტი, სავარაუდოდ, სამშაბათს, გრინვიჩის დროით 8 საათზე უნდა გამოქვეყნებულიყო.
Print