ახალი ამბები
გაერო-ში დელეგაციის გამგზავრების საკითხზე მაია ფანჯიკიძე დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გეგმავს შეხვედრას, სადაც საკუთარ პოზიციას გააცნობს , თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, საქართველოს უმაღლესი პირები სად და როდის უნდა წავიდნენ, პირადად ის არ იღებს. "როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იყო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრი არის ის, რომ ორი დელეგაციის წასვლა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე არის უხერხული", - განაცხადა ფანჯიკიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა წავიდეს ასეთ ფორუმებზე, სახელმწიფო იღებს. "რაც შეეხება ჩემს კომუნიკაციას, მე დღეს დღის განმავლობაში მექნება პრეზიდენტთან შეხვედრა და ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგამდე მივალთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, მისი აზრი არის ის, რომ ორი დელეგაციის გამგზავრება გაეროში იქნება უხერხული და ამასთან ეს იქნება გაუგებარი ყველასთვის, რადგან იქ ასეთი პრაქტიკა არ არსებობს.
Print