ახალი ამბები
1500-მდე დასახელების წამალი შესაძლოა თავისუფლად გასაცემ მედიკამენტთა კატეგორიაში გადავიდეს
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, როგორც კი ფარმაცევტული კომპანიებისგან იმ მედიკამენტების სიას მიიღებენ,რომლის ურეცეპტოდ გაცემის რეკომენდაციასაც ისინი იძლევიან,1500-მდე დასახელების წამალი თავისუფლად გასაცემ მედიკამენტთა კატეგორიაში გადავა. დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა,რომ როგორც კი სია გადაეგზავნებათ,გაანალიზებენ და პაციენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. “უკვე განხორციელდა 1500-მდე დასახელების წამლის თავისუფლად გასაცემ მედიკამენტთა კატეგორიაში გადასვლა. რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების შეთავაზებას, მათგან სიები ჯერ არ მიმიღია. როგორც კი მივიღებთ, გავაანალიზებთ და მივიღებთ პაციენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა სერგეენკომ.
Print