ახალი ამბები
სერგეი ლავროვი - ნატო-მ დაკარგა არსებობის აზრი და გამალებით ეძებს მას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო-მ დაკარგა არსებობის აზრი და გამალებით ეძებს მას. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა "იტარ-ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთის მიერ ალიანსში არგაწევრიანება განიხილული იყოს, როგორც მომგებიანი პოზიცია, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "ცივი ომის" ეპოქის კლასიკურმა კავშირებმა საკუთარი თავი ამოწურეს. "უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ყირიმი რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რამე სხვას მოიგონებდა. მათი მიზანი ერთია - ნებისმიერი გზით გამოიყვანონ რუსეთის წონასწორობიდან", - აცხადებს სერგეი ლავროვი.
Print