ახალი ამბები
ბარაქ ობამას ადმინისტრაცია,რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს
ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, მისი ადმინისტრაცია პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს. "ჩვენ გავაღრმავებთ და გავაფართოებთ სანქციებს ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებში. ეს ზომები გააძლიერებს რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციას და ეკონომიკურ ხარჯებს რუსეთისთვის, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია პრეზიდენტ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის. ჩემი ადმინისტრაცია ხვალ ამ ახალი სანქციების აღწერილობას წარმოადგენს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ. ცნობილი გახდა, რომ 12 სექტემბრიდან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დამატებითი სანქციები შევა ძალაში.
Print