ახალი ამბები
დღეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა
12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე 1837 წლის 9 ნოემბერს კახეთში,სოფელ ყვარელში დაიბადა. 1907 წელს, თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის 1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას ”წმინდა ილია მართალი” უწოდა. მისი ხსენების დღეს ეკლესია 2 აგვისტოს აღნიშნავს.    
Print