ახალი ამბები
ვახტანგ ხმალაძე - საქართველოში პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით უნდა მოხდეს
იურიდიულ საკითხა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის ცნობით, პრეზიდენტის არჩევის წესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მსჯელობის საგანი ჯერ არ გამხდარა. როგორც ამ თემაზე დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა ირჩეოდეს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. თავად ხმალაძე კვლავაც აცხადებს, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გარდაიქმნას, სადაც პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება. "თუ როგორი წესით აირჩეს პრეზიდენტი – პირდაპირი არჩევნებით, თუ პარლამენტიდან ან ე.წ. ამრჩევი კოლეგიის მიერ, აღნიშნული საკითხის განხილვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არ დაწყებულა. თავად ჩემი დამოკიდებულება არის ასეთი, რაც არაერთგზის მითქვამს - მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველაზე უფრო კარგად მორგებული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელია, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს აღმასრულებლის უფლებამოსილება არ აქვს, პრეზიდენტი არ უნდა ირჩეოდეს პირდაპირი არჩევნების გზით. ასეთი იყო ჩემი მოსაზრება და ამ აზრზე ვარ დღესაც", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
Print