ახალი ამბები
ზაქარია ქუცნაშვილი დღეს პრეზიდენტს შეხვდება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს საპრეზიდენტო სასახლეში დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. ქუცნაშვილი ერთადერთი დეპუტატი იქნება უმრავლესობიდან, რომელიც მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. ქუცნაშვილის აზრით, გიორგი მარგველაშვილთან დიალოგი აუცილებელია. "თუ პრეზიდენტი საკუთარ როლს ხედავს სახელისუფლო განშტოებების – მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტად, ეს მცდარი მოსაზრებაა. ეს პოზიცია მომავალშიც ბევრ პრობლემას შექმნის. ასეთ შემთხვევაში ინსტიტუტებს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. მსურს, შევხვდე პრეზიდენტს და ვისაუბრო, როგორ ხედავს ის საკუთარ როლს - პარტინიორად კონსტიტუციის ფარგლებში, თუ პოლიტიკურ კონკურენტად", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.
Print