ახალი ამბები
მოვაჭრეებსა და ე.წ. ბოშების ბაზრის დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ე. წ. ბოშების ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის ადმინისტრაციისგან რეაგირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრის დალეწვით იმუქრებიან. ცოტა ხნის წინ მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეები მოითხოვენ ადმინისტრაციამ განუმარტოს, თუ რას აპირებენ ან რას სთავაზობენ. როგორც ე.წ. ბოშების ბაზრობის დირექტორმა სპარტაკ ჩალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხვალიდან დაიწყება ტერიტორიაზე დახლების დადგმა, რაც ორ კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დროებით, ბაზრობის აღდგენამდე გადასახადის გადახდის გარეშე ივაჭრონ. ბაზრობის აღდგენის შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ. ბაზრობის დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტერიტორიის გასხვისება იგეგმებოდა. მოვაჭრეების ნაწილის ინფორმაციით, გუშინ ტერიტორიაზე ჩხუბი მოხდა. "მეზობლები საუბრობენ, რომ წუხელ, აქ, უფროსებს შორის ჩხუბი მოხდა. ვიღაცამ გაყიდა, ვიღაცამ ფული აიღო, წავიდა და გაბრაზებულმა ბაზარი დაწვა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
Print