ახალი ამბები
უკრაინაში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის ხსოვნის დღე აღინიშნება
16 სექტემბერს უკრაინაში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის ხსოვნის დღე აღინიშნება. ღონღაძე 14 წლის წინ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ტრადიციულად, ამ დღეს მისი კოლეგები კიევის ცენტრში იკრიბებიან, ანთებენ სანთლებს და ახსენებენ საზოგადოებას, რომ ჟურნალისტის საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი პროფესიაა. გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს. 2008 წელს კი კიევის სააპელაციო სასამართლომ მის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო უკრაინის შსს-ს 3 მაღალჩინოსანი.
Print