ახალი ამბები
დედაქალაქის ბიუჯეტი 785 მილიონი ლარით განისაზღვრა
დედაქალაქის ბიუჯეტი 785 მილიონი ლარით განისაზღვრა. დეპუტატებმა 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკრებულოში განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სოციალური მიმართულების პროგრამების დაფინანსება 8 მილიონი ლარით, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა. კორექტირებული ბიუჯეტიდან თანხების უმეტესი ნაწილი სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება. არნიშნული პროგრამების დაფინანსება ხარჯების 12 მილიონით შემცირების ხარჯზე გაიზრდება.
Print