ახალი ამბები
რაფალიანცის საქმეზე კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე პარლამენტი სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის თაობაზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე პარლამენტი , სავარაუდოდ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის, რომელიც მათ ბიუროს სხდომაზე გააჟღერეს. როგორც უმცირესობის დეპუტატები აცხადებენ, უკვე მეორე წელია საქმის გამოძიება ვერ ხერხდება, სწორედ ამიტომ მათ მნიშვნელოვნად მიიჩნიათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც საქმის მიმდინარეობას მეთვალყურეობას გაუწევს.
Print