ახალი ამბები
დაბალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება
სინოპტიკოსები საქართველოს მტელს ტერიტორიაზე დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას ვარაუდობენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა , ტემპერატურა შედარებით მოიმატებს 22 სექტემბრიდან. „რამდენიმე დღის განმავლობაში სულ არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი, ველოდებით ძლიერ წვიმასაც როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთშიც. ასეთი დაბალი ტემპერატურა რამდენიმე დღე შენარჩუნდება. 22 სექტემბრიდან შედარებით აიწევს ტემპერატურა“, - განუცხადა „პირველ რადიოს“ სვეტლანა ნიორაძემ.
Print