ახალი ამბები
ომბუდსმენის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა
სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა. ომბუდსმენის ცნობით, 2014 წლის 15 სექტემბერს 1964 წელს დაბადებული დ.ა. სავარაუდოდ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა. 17 სექტემბერს, საკანში მარტო მყოფი, მოშიმშილე მსჯავრდებული – 1983 წელს დაბადებული ნ.შ., ექიმმა კისრის მიდამოში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვა. "სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამი დღის განმავლობაში სამი პატიმრის გარდაცვალება აშკარად მიუთითებს სასჯელაღსრულების სიტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრობლემაზე. აუცილებელია გადაიხედოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი გულისყურით უნდა მოეკიდონ პატიმართა მოთხოვნებსა და საჩივრებს, მოახდინონ რისკ ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სუიციდის პრევენციის მიზნით კი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლების, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა, ფსიქიატრისა და სხვა სამედიცინო პერსონალის კოორდინირებული მუშაობა", - აცხადებს ომბუდსმენი
Print