ახალი ამბები
20-21 სექტემბერს საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
20-21 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდი იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დოდო გვაზავამ განაცხადა , აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა 19-20 გრადუსი იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 28-30 გრადუსი. "20-21 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები იქნება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, ტემპერატურა კი 24 გრადუსამდე დაიწევს", - განაცხადა გვზავამ. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს ღრუბლიანი ამინდი იქნება, 20-21 სექტემბერს ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა მოსალოდნელია მცირე წვიმა.
Print