ახალი ამბები
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიპარა
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიპარა. პატიმარს,რომელიც საავადმყოფოში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იყო გადაყვანილი,ბადრაგი იცავდა,თუმცა მან გაქცევა მაინც მოახერხა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ და განცხადებას მას შემდეგ გაავრცელებენ,რაც გაარკვევენ,შეესაბამება თუ არა ფაქტი სიმართლეს.
Print