ახალი ამბები
მიხეილ ხოდორკოვსკი რუსეთის პრეზიდენტობას აპირებს
პატიმრობიდან გათავისუფლებული კომპანია "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელს მიხეილ ხოდორკოვსკის საპრეზიდენტო ამბიციები აქვს. ამის შესახებ "ეხო მოსკვი" გამოცემა "Le Monde"-ზე დაყრდნობით იუწყება. ხოდორკოვსკის განცხადებით, სურს სახელმწიფოს კრიზისის დასაძლევად უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, ადრე რუსეთის პრეზიდენტობით არ იყო დაინტერესებული, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ახლა ვითარება შეიცვალა. თავს რუსეთის მომავალ პრეზიდენტად ხედავს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა და სახელისუფლებო უფლებმოსილებათა გადანაწილება მოხდება. მიხეილ ხოდორკოვსკიმ ათ წელზე მეტი პატიმრობაში გაატარა. მას ბრალად თაღლითობა ედებოდა. ის რუსეთის პრეზიდენტმა 2013 წლის დეკემბერში გაათავისუფლა. ხოდორკოვსკი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და დონბასის მოვლენებში რუსეთის მონაწილეობას აპროტესტებს.
Print