ახალი ამბები
მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართვას. მაია ფანჯიკიძე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაში მონაწილეობს. გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნიუ-იორკიდან იუწყება, სესიის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის 60-ზე მეტი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა. სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვედრებს გამართავს გაერო-ს 69-ე სესიის პრეზიდენტთან სამ კუტესასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან პრინც ზაიდ ბინ რაადთან, რომელმაც კომისრის თანამდებობაზე ნავი პილაი შეცვალა. მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდება მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს ჰუგო ჰანს სიბლეზს. ასამბლეის ფარგლებში გაიმართება შეიარაღებით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია.
Print