ახალი ამბები
სოხუმში დღეს იოსებ კობზონის კონცერტი გაიმართება
სოხუმში დღეს, "1992-1993 წლების ომში გამარჯვებასთან" დაკავშირებით, ფილარმონიაში რუსი მომღერლის, 77 წლის იოსებ კობზონის კონცერტი გაიმართება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, კონცერტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ე.წ. აფხაზეთის და რუსეთის კულტურის სამინისტროები. ღონისძიება "აფხაზურ-რუსული" კულუტურული სეზონის ფარგლებში გაიმართება. ამასთან, 20 სექტემბერს, მოსკოვში, პირველად აღინიშნება "აფხაზეთის დღე". მოსკოვში გამართულ კულუტურულ ღონისძიებებში აფხაზი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას. მოსკოვში "აფხაზეთის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებებზე მიწვეულები არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის წევრები, დეპუტატები, მოსკოვის მერიის წარმომადგენლები და რუსეთში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები. ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მოსკოვში "აფხაზეთის დღის" აღნიშვნა ტრადიციული გახდება.
Print