ახალი ამბები
იაპონიამ პუტინის მიწვევა გადაიფიქრა
იაპონიის პრემიერმა, სინძო აბემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევა გადაიფიქრა. ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში შემოდგომაზე უნდა ჩასულიყო. სააგენტო "Kyodo News" – ის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობას თხოვნით აშშ-მ მიმართა და რუსეთის ლიდერის ვიზიტის გადადება სთხოვა, ტოკიოში კი ვაშინგტონის გადაწყვეტილების მხარდაჭერა აუცილებლად ჩათვალეს. სააგენტოს წერს, რომ იაპონიის პრემიერი პუტინთან საუბარს პეკინში, ნოემბერში გეგმავს. ტოკიოში არ გამორიცხავენ, რომ პუტინის ოფიციალური ვიზიტი 2015 წლის გაზაფხულისთვის ან კიდევ უფრო დიდი ხნით გადაიდოს, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზეა დამოკიდებული. აღნიშნულზე კრემლს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოებას აპირებს.
Print