ახალი ამბები
პარლამენტში დღეს პაატა ზაქარეიშვილს ელოდებიან
პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ელიან. ზაქარეიშვილი დეპუტატებს აფხაზეთში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. სახელმწიფო მინისტრს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ. შეხვედრაპირველი რესპუბლიკის დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება.
Print