ახალი ამბები
გაეროს დებატებში სომხეთი, უკრაინა და ესტონეთი მიიღებენ მონაწილეობას
ოთხშაბათს, 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური 69-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, რომელიც 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 140 სახელმწიფოს და მთავრობის , 50 - მდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა გამოსვლა იგეგმება. "პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, პირველ დღეს, დისკუსიებში მონაწილეობას სომხეთი, უკრიანა და ესტონეთი მიიღებენ ", - იტყობინება გაეროს Twitter-ის გვერდი .
Print