ახალი ამბები
ბაქოდან ნიუ-იორკში პირდაპირი ფრენები დაიწყო
ბაქოდან ნიუ-იორკში პირდაპირი ფრენები დაიწყო. აერობუს-340 დღეს დილით ბაქოდან დილის 6 საათზე აფრინდა და კენედის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 09.30 სთ-ზე დაეშება. ფრენებს აზერბაიჯანული ავიაკომპანია „აზალი“ ახორციელებს. რეისი ბაქო - ნიუ-იორკი კვირაში ორჯერ შესრულდება. ავიაკომპანიის ინფორმაციით ბილეთის ღირებულებაა 799 დოლარი ან 599 ევრო. როგორც ავიაკომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი, კომპანიამ ფრენების განრიგი ისე გათვალა, რომ ბაქოში ჩამოფრენილ მგზავრებს შეუძლიათ განაგრძონ მგზავრობა თბილისის, აქტაუს(ყაზახეთი), თეირანისა და ბიშკეკის მიმართულებით. AZAL - Azerbaijan Airlines - აღნიშნავს, რომ აერობუს-340 ხანგრძლივი მგზავრობისთვისაა შექმნილი და კომპანიის მომსახურეობაც ტრანსატლანტიკური გადაფრების შესაბამისად მაღალია.
Print