ახალი ამბები
წვიმა დასავლეთ საქართველოში დღესაც შენარჩუნდება
წვიმა დასავლეთ საქართველოში დღესაც შენარჩუნდება.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს,რომ  დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +14 +18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +16 +21 გრადუსი იქნება. თბილისში +20 გრადუსია მოსალოდნელი.
Print