ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი მოვლენები გველის
ევროპაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი მოვლენები გველის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე ,,Invest in Georgia" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. "ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება აშშ-სა და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებასთან დაკავშირებით თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი. მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირებულებები. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ნატოსთან ჩვენი კავშირების გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას", - განაცხადა პრემიერმა.
Print