ახალი ამბები
მარტვილში ჭყონდიდელობა აღინიშნება
მარტვილში საზოგადო მოღვაწის,წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე აღინიშნება. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სპეციალურად ამ დღისთვის აღადგინა უძველესი მარანი,რომელიც საკათედრო ტაძართან არის განთავსებული. ჭყონდიდელობასთან დაკავშირებით,საზეიმო წირვას მარტვილის ტაძარში მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აღავლენს.გიორგი ჭყონდიდელი დავით აღმაშენებლის მოძღვარი და მასწავლებელი იყო. ჭყონდიდელობა ტრადიციული დღესასწაულია და ის მარტვილში ყოველწლიურად,25 სექტემბერს აღინიშნება.
Print