ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას გაესაუბრა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს პრემიერი ამერიკის პრეზიდენტს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მიწვეული იყო მიღებაზე,რომელიც ბარაკ და მიშელ ობამების სახელით გაიმართა. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერს მცირე ხნით გასაუბრების საშუალება ჰქონდა და ეს იყო ზოგადი საუბარი,მოკითხვა და ქვეყნის შესახებ მცირე ინფორმაციის მიწოდება. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერს სირიელი მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის შესახებ არ უსაუბრიათ და ეს თემა დღის წესრიგში არ დგას.
Print