ახალი ამბები
საქართველო იარაღით ვაჭრობის კონვენციას უერთდება
საქართველო იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო კონვენციას უერთდება. დოკუმენტს ხელი ნიუ იორკში დღეს მოეწერება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველომ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები დაასრულა და დღეს კონვენციაზე შეერთება ოფიციალურად მოხდება. მისივე თქმით, აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებით ჩვეულებრივი შეიარაღებისა და ამუნიციის გაყიდვის,საზღვრის კვეთისა და სხვა არალეგალური მოძრაობის საკითხების პრევენცია ხდება.
Print