ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა , სიტყვით გამოსვლისას ის საქართველოსთვის ყველა საინტერესო საკითხს შეეხება. პრემიერის გამოსვლა აშშ-ის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, ეს იქნება დაახლოებით 10 წუთიანი გამოსვლა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან გამართა შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, მიწვეული იყო პრეზიდენტ კლინტონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებაზე. ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, სიტყვით გამოვიდა კლიმატის სამიტზე, დაესწრო კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიას - Cities as Labs of Innovation/ Remarks by President Obama “Stand with Civil Society Agenda” და MoMa-ს მუზეუმში ქართული ფილმების პირველ რეტროსპექტიული ჩვენების გახსნა.
Print