ახალი ამბები
ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს შტაბბინას დღეს დატოვებს
ნატო-ს გენერალურ მდივან  ანდერს ფოგ რასმუსენს თანამდებობაზე ვადა ეწურება.  ინფორმაციას ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 
ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს ნატო-ს შტაბბინაში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვა. 
"გენერალური მდივანი დაემშვიდობება თანამშრომლებსა და საერთაშორისო შტაბის წევრებს. ასევე, გვირგვინით შეამკობეს ნატო-ს ოპერაციებში დაღუპული სამხედროების მემორიალს", - ნათქვამია ნატო-ს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 
დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს მე-12 გენერალური მდივანი იყო, 2009 წლის 1 აგვისტოდან. ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მისი ვადა 30 სექტემბერს ამოიწურება. 1 ოქტომბრიდან რასმუსენს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის. 
Print