ახალი ამბები
14–16 ოქტომბერს თბილისში მეოთხე რუსულ–ქართული საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება
ფორუმს რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან წამყვანი მედიის წარმომადგენლები და მედიაექსპერტები დაესწრებიან. 
ისინი ქართველი კოლეგებისთვის უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში ტრენინგებსა და მასტერ–კლასებს  გამართავენ.
საერთაშორისო სპეციალისტები ქართველ ექსპერტებთან ერთად, წარსდგებიან სადისკუსიო მოედნებსა და მრგვალ მაგიდებზე, რომლებიც მიეღძვნება რეგიონალური მედიის თანამედროვე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებას გეოპოლიტიკური ტრამსფორმაციების კონტექსტში.
ფორუმის დასკვნით დღეს გამოცხადდება ესეების კონკურსის პირობები, რომლის შედეგების მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, 2014 წლის ბოლოს მიიღონ მონაწილეობა  სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში მოსკოვში.
მეოთხე რუსულ–ქართული მედიაფორუმის დასრულებისას  მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.
Print