ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე- ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართულს
"მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება ხელისუფლების მხრიდან ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან დაახლოების კუთხით და არა განცხადებები, რომლებიც კეთდება. აფხაზებთან და ოსებთან აუცილებელია საუბარი არა გაერო-ს ან რომელიმე სხვა ტრიბუნიდან, არამედ ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, რომელსაც სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ვერც ერთ ნაბიჯს ამ კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართულს”, - განაცხადა ბურჯანაძემ. ნინო ბურჯანაძე,დღეს გმირთა მოედანზე,პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვით მიმართვას გამოეხმაურა,სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან აფხაზებს და ოსებს მიმართა.
Print