ახალი ამბები
შს მინისტრმა შსს-ს აკადემიის კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო
მინისტრთან ერთად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელმა ნუკრი გელაშვილმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. შსს-ს მაშინდელი უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი 1992 წელს აფხაზეთის ომის დროს ქალაქ გაგრის მახლობლად,სოფელ კოლხიდასთან დაიღუპა. შსს-ს აკადემიის კურსანტების პატივის მიგების ცერემონიაზე დასასწრებად უწყებამ დაღუპულ კურსანტთა ოჯახის წევრები მიიწვია. ალექსანდრე ჭიკაიძე მათ პირადად შეხვდა,გაესაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შსს-ს აკადემიის ეზოში მემორიალი 1991-1992 წლებში აფხაზეთის,სამაჩაბლოს და თბილისის სამოქალაქო ომში დაღუპული კურსანტების საპატივცემულოდ არის აღმართული.
Print