ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში ვიზიტს ნაყოფიერად აფასებს
"მე ვისაუბრე ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაწუხებს ჩვენ, ქართველებს. შევეხე აბსოლუტურად ყველა საკითხს, არის ეს შიდაპოლიტიკური სიტუაცია, ეკონომიკური მდგომარეობა თუ რეფორმები, რომელიც გავატარეთ მოკლე დროში, თუ საგარეო პოლიტიკური მიმართულება. თითქმის ყველა საკითხი დავფარე ჩემს გამოსვლაში. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო ვიზიტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გვქონდა ორმხრივი შეხვედრები", - განუცხადა პრემიერმა ქართველ ჟურნალისტებს ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.
Print