ახალი ამბები
პატრიარქმა მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი
პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა,რომ ყოველდღიურად აჩვენებენ ინფორმაციას მკვლელობებისა და ომების შესახებ, რაც ხალხს სტრესში აგდებს. "თითქმის ყოველ დღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ", - განაცხადა ილია მეორემ და დასძინა, რომ ეს არის დიდი ჭრილობა და ტკივილი ყველა ადამიანისთვის.
Print