ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ეცნობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარებით დაინტერესდა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია ზარალის მასშტაბების შესახებ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის განცხადებით, პრემიერის დავალებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბი 24– საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბის მუშაობას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. სტიქიის ზონაში ვითარების ადგილზე გასაცნობად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები. სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოისმინა, რომელზეც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
Print