ახალი ამბები
დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალები პროკურატურას მათთვის ამ დრომდე არ გადაუცია. გიორგი სამუშიას თქმით, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ და სასამართლომ ბრალდებულების უფლებები დაარღვიეს. რაც შეეხება ფარული შესყიდვისთვის "საიდუმლო" გრიფის საკითხს, ადვოკატის თქმით, ერთის გარდა, ყველა ბრალდებულს აქვს დაშვება გრიფზე, თუმცა როგორც სამუშია აცხადებს, გამოძიებას აბსურდული არგუმენტი მოჰყავს, რათა დოკუმენტი დაკავებულებს არ გადაეცეთ. თავდაცვის სამინისტროს ხუთივე დაკავებულ მაღალჩინოსანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
Print