ახალი ამბები
თვითმფრინავი აეროპორტის შენობას დაეჯახა
აშშ-ში თვითმფრინავი აეროპორტის შენობას დაეჯახა, ”ევრონიუსის” ცნობით, შემთხვევა ქალაქ უიჩიტოში, არკანზასის შტატში გუშინ გვიან საღამოს მოხდა. თვითმფრინავმა აეროპორტის ფრენების უსაფრთხოების განყოფილება დააზიანა, სადაც ავარიის მომენტში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. არაოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ოთხმა კი მძიმე დაზიანება მიიღო. ნაგებობა მაშინვე დაიწვა, აეროპორტის შენობიდან კი მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია დაიწყო. ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე Beechcraft 200 უიჩიტოს აეროპორტიდან აფრინდა, თუმცა სულ მალე მობრუნდა და ასაფრენ ბილიკზე დაჯდომა სცადა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა.
Print