ახალი ამბები
პედაგოგების ხელფასის ზრდის საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება
2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებიამდე ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა , თამარ სანიკიძემ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, დეტალებს სწორედ დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. "2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის მზარდი. იზრდება როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სახსრები. ჩვენ დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ კონკრეტულ მუხლებს და ყველაფერს დეტალურად დავაზუსტებთ", - განაცხადა სანიკიძემ. განათლების მინისტრის ინფორმაციით, დღეს თუ არა, რამდენიმე დღეში გადაწყდება პედაგოგების ხელფასის ზრდის საკითხიც. "ამისთვის კიდევ დამატებითი თანხები უნდა გამოიყოს", - აღნიშნა განათლების მინისტრმა. მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სწორედ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხს განიხილავს.
Print